ეფექტური კომუნიკაციისთვის საჭირო ხუთი მნიშვნელოვანი ,,C"

კენწერო

21 აპრილი, 2021

ეფექტური კომუნიკაციისთვის საჭირო ხუთი მნიშვნელოვანი ,,C"

ეფექტური კომუნიკაციური უნარების განვითარება აუცილებელია, როდესაც საქმე  წარმატებული კარიერის ჩამოყალიბებას ეხება. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ  ჩვენი კომუნიკაციური უნარები მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჩვენს პირად ცხოვრებაშიც.

ეფექტური კომუნიკაცია უფრო მეტია, ვიდრე ინფორმაციის გაცვლა. ჩვენ ვამბობთ ერთს, მას ესმის მეორე და სხვას ეუბნება მესამეს, შედეგად კი თავს იჩენს  გაუგებრობა, იმედგაცრუება და კონფლიქტები. ამ ყველაფერმა კი შეიძლება, დისკომფორტი შეგვიქმნას სახლში, სკოლაში, უნივერსიტეტსა თუ  სამსახურში. მოკლედ, ყველგან.

ბევრ ადამიანს სჯერა, რომ პროფესიონალი სპიკერები კომუნიკაციის ეფექტური უნარით იბადებიან და ეს უფრო ინსტიქტურია, ვიდრე გამომუშავებადი.  თუმცა, მრავალი ჩვენგანისთვის უფრო მკაფიო და ეფექტურად კომუნიკაცია რამდენიმე მნიშვნელოვანი უნარის გამომუშავებას მოითხოს, რამაც  შესაძლოა, განამტკიცოს  ჩვენი კავშირები სხვებთან, გააღრმავის ნდობა და პატივისცემა და გააუმჯობესოს გუნდური მუშაობა  და ზოგადად,  საერთო სოციალური და ემოციური ჯანმრთელობა.

ამ სტატიაში, შეგიძლიათ, ეფექტური კომუნიკაციის ხუთი მთავარი გასაღები იპოვოთ:

1. იყავი გასაგები / Be Clear    

ეფექტური კომუნიკაციისთვის, უნდა იცოდეთ რა გსურთ და ფლობდეთ საკუთარ საჭიროებებს. კონკრეტულ საკითხზე კომუნიკაციის დაწყებამდე, მოახდინეთ მისი იდენტიფიცირება და კარგად გააანალიზეთ, რატომ არის თქვენთვის მნიშვნელოვანი და რისი მიღება გსურთ მეორე პირისგან.

დაიწყეთ პირდაპირ საკითხზე საუბარი  ინტერპრეტაციის,  ემოციურობის და თავდაცვითი რეაგირების გარეშე. გაითვალისწინეთ თქვენი გამოცდილება და იყავით გამჭვირვალე, რაც შეიძლება მკაფიო და ობიექტური.

რაც მთავარია, შეარჩიეთ სწორი დრო კომუნიკაციის დასაწყებად.

2. იყავი ლაკონიური/ Be Concise

თქვით სათქმელი/თხოვნა/მოთხოვნა პირდაპირ,  მარტივად და მოკლედ. ყურადღება გაამახვილეთ არა სიუჟეტზე, არამედ საქმის არსსზე.   მოკლედ, “გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის” აქ ყველაზე მეტად გამოგადგებათ.

3. დამაჯერებელი თხოვნა / Provide a compelling request

თუკი რაიმე პრობლემის მოგვარებას ცდილობთ ან ცვლილების შეტანა გსურთ კონკრეტულ საკითხზე, ამ თემაზე კომუნიკაციის შემდეგ, მიაწოდეთ პირს რამდენიმე ისეთი გამოსავალი, რომლითაც თქვენც კმაყოფილი იქნებით. თუკი გრძნობთ, რომ ამ საუბარში თქვენი “დაბლოკვა” სურთ, იკითხეთ, ხომ არ არსებობს უფრო მნიშვნელოვანი პრობლემა. შემდეგ უთხარით, თქვენ როგორ მოაგვარებდით ამ პრობლემას და სთხოვეთ, მოგისმინოთ .

აუხსენით, რომ საჭირო უკუკავშირის მისაღებად, თქვენთვის ძალიან  მნიშვნელოვანია თქვენი აზრის გამოხატვა თემასთან დაკავშირებით.

4. იყავი ცნობისმოყვარე/ Be Curios

მოისმინეთ სხვების საჭიროებებიც. დაინტერესდით, რა არის მისი პრობლემები და მიზნები და რა შეიძლება დასჭირდეს თქვენი მოთხოვნის შესასრულებლად. საქმე მხოლოდ თქვენში არ არის.  გაიგეთ, საიდან მოდის სხვა ადამიანი, რადგან მათ ასევე აქვთ საჭიროებები და საკითხები, რომელთა მოგვარებაც აუცილებელია.

5. გამოიჩინე თანაგრძნობა/ Be compassionate

შეეცადეთ, გაუგოთ სხვა ადამიანს. ყურადღებით მოუსმინეთ მათ უკუკავშირს და საკუთარი ვარაუდები გვერდზე გადადეთ. როდესაც ადამიანი გრძნობს, რომ მას უსმენენ,  ის უფრო მეტად იხსნება, თავს უსაფრთხოდ და დაცულად გრძნობს საუბარში, რამაც შეიძლება უფრო სანდო ურთიერთობა გამოიწვიოს. იმის გაგება, ადამიანს აფასებენ, გადაწყვეტილების მიღების/შეთანხმების პროცესს ამარტივებს. შეეცადეთ მოლაპარაკება მომგებიანი აღმოჩნდეს ორივე მხარისთვის, სხვისი პერსპექტივის გათვალისწინებით. წარმოიდგინეთ, რა დასჭირდებოდა ორივე მხარეს დადებითი შედეგის მისაღებად.

ეფექტური კომუნიკაცია არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი, რომლის განვითარებაზე უნდა ვიფიქროთ. ეს სასარგებლოა არა მხოლოდ სამუშაო ადგილზე, არამედ თქვენი ცხოვრების პრაქტიკულად ყველა სფეროში. მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ კომუნიკაცია არის ის, რაც აშენებს ხიდებს და ძლიერი გზით აკავშირებს ხალხს. კომუნიკაცია არის გასაღები წარმატებული შედეგების მიღწევისთვის სხვებზე გავლენის მოსახდენად და ძლიერი გუნდების და ურთიერთობების ჩამოსაყალიებლად.