სამოქალაქო აქტივიზმის მეშვეობით შეცვლილი სამყარო

კენწერო

05 ოქტომბერი, 2021

სამოქალაქო აქტივიზმის მეშვეობით შეცვლილი სამყარო

რას ნიშნავს იყო სამოქალაქო აქტივისტი?

ჩემთვის სამოქალაქო აქტვიზმი თავისუფალი დროის ნაყოფიერად გამოყენებაა, ეს არის უსაზღვრო შესაძლებლობა პიროვნული განვითარებისთვის. ეს არის ბედნიერების მომნიჭებელი ელექსირი, რადგან შეგიძლია შეცვალო ადამიანის ცხოვრება, შეცვალო საზოგადოება უკეთესობისკენ, მიიღო ახალი ცოდნა, გამოცდილება, განავითარო სხვადასხვა უნარ-ჩვევები, გაიცნო ადამიანები სხვადასხვა ქვეყნიდან და მისცე მაგალითი სხვას, რომ იმოქმედოს და არც ერთი წუთი, არც ერთი წამი არ დაკარგოს უქმად.

სტერეოტიპი - „რაც საკუთარი სახილის მიღმა არსებობს, ის მე არ მეხება“, ჯერ კიდევ უშლის ხელს ჩვენში სამოქალაქო აქტივიზმის ჩამოყალიბების პროცესს. აღნიშნული სტერეოტიპის ჩვენში დამკვიდრებას ხელი შეუწყო საბჭოთა იმპერიაში ჩაკეტილ მცხოვრებ ხალხთათავის უფლების წართმევამ, რომლებსაც არსებული იდეოლოგიისა და პროპაგანდის თანახმად, უნდა სცოდნოდათ, რომ „მათ ირგვლივ სამყაროში ხალხის ცხოვრების დონე დაბალია და ბედნიერების ნაცვლად უბედორებაა გამეფებული.“ სწორედ ეს იყო განმაპირობებელი ფაქტორი საზოგადოებაში თავისუფალი აზრის გამოხატვის ჩახშობისა. ფორმულამ - „ვინც საუბრობს პრობლემებზე და ამხელს ცხოვრებისეულ მანკიერებებს ის საზოგადოების მტერია“ წარმოშვა ადამიანში კომპლექსი, რომელიც გადაეცემოდა თაობიდან თაობას და მიუხედავად საბჭოთა იმპერიის დანგრევისა მისი ზეგავლენა დღესაც დიდია.

ჯერ კიდევ როდის (1837 – 1907 წწ.) დაინახა დიდმა ილიამ აღნიშნული პრობლემა და შეეცადა შეწინააღმდეგებოდა უკვეღრმათ დამკვიდრებულ სტერეოტიპს, რომელიც ქვეყანას უფსკრულისაკენ მიაქანებდა და სამუდამოდ გაქრობას უქადდა- „ჩემზედ ამბობენ: „ის სიავეს ქართვლისას ამბობს, ჩვენს ცუდს არ მალავს, ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!” ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს— ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!“

სწორედ რჩეულ მამულიშვილთა ღვაწლის შედეგად გადაურჩა ქართველი ერი ბევრი მანკიერი თვისებების დაკანონებას, თუმცა მისგან სამუდამოდ თავის დაღწევა ჯერ კიდევ ვერ შევძელით, რაც დღეისათვის დაბალ სამოქალაქო აქტივიზმში გამოიხატება. თნამედროვე საქართველო ბევრი გამოწვევების წინაშე დგას და უწევს გამკლავება საბჭოთა ნამსხვრევებით შემორჩენილ მავნე სტერეოტიპებთან და მეორეს მხრივ ცდილობს დაამკვიდროს საზოგადოებაში დემოკრატიული პრინციპები, რომელშიც გზას უნათებს რჩეულ ქართველთა ღვაწლი. - "მოძრაობა და მარტო მოძრაობა არის, ჩემო თერგო, ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მიმცემი!" ახალი თაობა, რომელმაც მკვეთრად დაინახა სამოქალაქო აქტიციზმის მნიშვნელობა და როლი ქვეყნის განვითარებასა და თავისუფალი საზოგადოების ჩამოყალიბებაში აუცილებლობად მიიჩნევს არც ერთი დღე, არც ერთი წუთი და წამი არ იყოს დაკარგული უქმად.

ახალი თაობა უნდა მოუწოდებდეს მოქალაქეებს ქმედითი ნაბიჯები გადადგას საზოგადოებაში თავისუფალი აზროვნებისა და თვითგამოხატვის უფლებების დამკვიდრების პროცესის გაჯანსაღებისთვის. ადამიანებმა გვერდზე უნდა გადავდოთ შიში, მორიდება, სირცხვილი და სხვადასხვა სახის კომპლექსები ჩვენს გარშემო არსებული მანკიერებების მხილებისა და აღმოფხვრის მიზნით, ამ გზით კი ყველამ ერთად შევცვალოთ სამყარო მომავლის პერსპეკტივის ხედვით! სამოქალაქო აქტივიზმის განვითარების საქმეში ჩემი პატარა წვლილი მინდა იქცეს გადამდები ჩემი თაობისა და უფროსი ასაკის წარმომადგენლებისთვის. გადავწყვიტე ჩემს ქალაქში ახლად ჩამოყალიბებულ რადიო WW-ის მოხალისე ჟურნალისტი გავმხდარიყავი და საზოგადოების ფართო მასებისთვის მომემზადებინა საინტერესო გადაცემები ამ და სხვა ბევრ მნიშვნელოვან თემებზე.

აგრეთვე მნიშვნელოვანი გამოცდილება შემძინა ისეთი პროექტების განხორციელებამ, რომლის იდეის ავტორი თავად ვიყავი, პირველად მიწევდა ამ მხრივ საკუთარი თავის რეალიზება, აქედან გამომდინარე გარკვეული შიში და განცდა ახლდა ჩემს პირველ ნაბიჯებს, მაგრამ მინდოდა რამე გამეკეთებინა ისეთი, სადაც ბევრ მოზარდთან - ჩემზე უმცროსებსა და თანატოლებთან ერთად დავიწყებდით ფიქრს თუ როგორ გავმხდარიყავით აქტიურები სამოქალაქო პრობლემების დაძლევის კუთხით, ამისათვის კი ამ ასაკიდან სამოქალაქო აქტივიზმის კულტურის დანერგვის დაწყებას ვფიქრობდი უდიდესი მნიშვნელობა ექნებოდა, ჩვენს ამ მხრივ უნარ - ჩვევების ჩამოყალიბებასა და პიროვნული ზრდისთვის ხელშეწყობის გარდა, სხვებისთვისაც გადამდები და მამოტივირებელი გახდებოდა ჩვენი ქმედება:

1. „სამოქალაქო აქტივიზმი კედლებზე“ ფარგლებში ყველაზე ხალხმრავალ და აქტიურად დატვირთულ ადგილას - ქ. ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკის ტერიტორიაზე არსებული ძველი შენობის კედელზე განვახორციელეთ რადიო WW არის თანამედროვე ელექტრონული ინტერნეტ მედია პლატფორმა, რომელსაც აქვს ფართო დაფარვის ზონა და ხელმისაწვდომობა, ჩემს საავტორო გადაცემაში„პირისპირ“ მაქვს შესაძლებლობა მოვიწვიო სხვადასხვა დარგის სპეციალისტები და კომპეტენტური პირები, მაღალი დონის პროფესიონალები და საზოგადოების ჩართულობასთან ერთად გავმართო დისკუსია საზოგადოებისთვის აქტუალურ თემებზე, სადაც დიდი ყურადღება ეთმობა თავისუფალ აზროვნებასა და თვითგამოხატვის პრინციპებს.

2. „იდებატე განვითარებისთვის - დებატების უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება მოსწავლე -ახალგაზრდებში“, პროექტმა ხელი შეუწყო მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების განვითარებას, რომელიც ერთ-ერთი უმთავრესი პირობა იყო დებატებში მონაწილეობისთვის და საბოლოოდ პასუხობდა იმ უნარ - ჩვევების ჩამოყალიბებას, რაც მნიშვნელოვანია სამოქალაქო აქტივიზმისთვის. დღეისათვის ჩემში დაგროვილმა პატრა გამოცდილებამ და ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებმა მაფიქრებინა: სამოქალაქო აქტივიზმს მოაქვს თავისუფალი საზოგადობის ჩამოყალიბება და არის გზა ფასადური დემოკრატიის დისკრედიტაციისთვის, რომელიც იგრძნობა ახალგაზრდა დემოკრარტიულ ქვეყნებში.

ერთხელ წავიკითხე ძალზედ საინტერესო ფრაზა - „შენ იყავი ის ცვლილება, რომელიც გინდა, რომ დაინახო სამყაროში!“ რომელმაც დამანახა ჩემი თავი და გამხადა უზომოდ ბედნიერი.

ავტორი: ელენე ჟღენტი - ბლოგების კონკურსის გამარჯვებული

სრული ბლოგის ნახვა