კენწეროს რესურსების სანახავად პირველი ნაბიჯი საიტზე რეგისტრაციაა, რის შემდეგაც შესაძლებელია სასურველი სკოლის და მასში შემავალი კურსის/კურსების არჩევა.
საიტზე შესვლა შესაძლებელია სოციალური ქსელების, კერძოდ facebook და google ექაუნთის გამოყენებით. ავტორიზაციის გასავლელად გადადი შესვლის გვერდზე და აირჩიე სოციალური ქსელით ავტორიზაცია ( f - facebook, G- google)
თუ არ გაქვს ანგარიში, მაშინ რეგისტრაციისთვის:
გადადი ანგარიშის შექმნის გვერდზე, შეავსე საჭირო მონაცემები (სახელი, გვარი, ელ-ფოსტა) და შეიყვანე პაროლი. გაეცანი პლატფორმის მოხმარების წესებსა და პირობებს, რომელთა დათანხმების შემდეგ დააჭირე რეგისტრაციის ღილაკს.
გაითვალისწინე!
რეგისტრაციის/ავტორიზაციის პროცედურის გავლის შემდეგ შეავსე მარტივი საინფორმაციო ფორმა, რომელიც დაგვეხმარება უკეთ დავინახოთ მომხმარებელთა საჭიროებები სხვადასხვა კატეგორიის ჭრილში და გავაუმჯობესოთ სასწავლო გარემო.
მას შემდეგ რაც გაივლი რეგისტრაციას, შენი პროფილის გვერდზე გამოჩნდება ინფორმაცია აღებული კურსების, გავლილი კურსებისა და გავლილი ქვიზების შესახებ, ასევე იმ სკოლების ჩამონათვალი რომლის გავლაც შეგიძლია პლატფორმაზე.
სასურველ სკოლაზე მაუსის კურსორის დაჭერით გამოჩნდება სკოლაში შემავალი სასწავლო კურსები. სწავლის დასაწყებად დააჭირეთ ღილაკს „კურსის გავლა“.
სწავლის პროცესის დაწყებამდე გაიარეთ ქვიზი, რომელიც დაგეხმარება შეამოწმო საკუთარი ცოდნა კურსში შემავალი საკითხების შესახებ. აღნიშნული საშუალებას მოგვცემს განვსაზღვროთ შენი ცოდნის დონე და დავინახოთ მისი გაუმჯობესების პროცესი.
ქვიზი მოიცავს გარკვეული რაოდენობის კითხვებს 4 სავარაუდო პასუხით, რომელთაგანაც შენ უნდა აირჩიო მხოლოდ ერთი (სწორი პასუხი გამოისახება მწვანე ფერით, ხოლო არასწორი წითელი ფერით). ყველა კითხვის გავლის შემდეგ იხილავ სწორი პასუხების რაოდენობას, რის შემდგომაც შეგიძლია კურსზე გადასვლა შესაბამის ღილაკზე დაჭერით.
გასავლელი კურსების რაოდენობა არ არის შეზღუდული, შესაბამისად შენ შეგიძლია გაიარო იმდენი სასწავლო კურსი რამდენიც მოგესურვება.
სწავლის პროცესი არის სრულიად შენზე მორგებული, რომელიც მიმდინარეობს მხოლოდ დისტანციურად. შენ შეგიძლია ისწავლო საიდანაც გინდა, როცა გინდა და რა გარემოშიც გინდა.
სწავლება მიმდინარეობს მოკლე (3-5 წუთიანი) ვიდეო ლექციების მეშვეობით, რომელსაც შეგიძლია მიუბრუნდე ნებისმიერ დროს.
თითოეულ ლექციას დანართის სახით შესაძლოა თან ახლდეს დამატებითი საკითხავი/საინფორმაციო მასალა, რაც დაგეხმარება მიიღო უფრო მეტი ინფორმაცია კურსით გათვალისწინებული საკითხების შესახებ.
მას შემდეგ რაც დაასრულებ და გაივლი კურსის ყველა ვიდეო ლექციას, აქტიურდება შემაჯამებელი ქვიზი, რომლის გავლაც შეგიძლია სწავლის დაწყებიდან არაუადრეს 3 დღეში.
შემაჯამებელი ქვიზი, საწყისი ქვიზის მსგავსად, მოიცავს გარკვეული რაოდენობის კითხვებს 4 სავარაუდო პასუხით, რომელთაგანაც შენ უნდა აირჩიო მხოლოდ ერთი (სწორი პასუხი გამოისახება მწვანე ფერით, ხოლო არასწორი წითელი ფერით). სერტიფიკატის მისაღებად საჭიროა სწორად უპასუხო შემაჯამებელ ქვიზში მოცემული კითხვების 70%-ს და მეტს.
შემაჯამებელი ქვიზის წარმატებით გავლის შემთხვევაში, შენს პირად პროფილში გენერირდება კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი, რომლის ჩამოტვირთვაც შეგიძლია ღილაკზე დაჭერით.
სხვა კურსის/კურსების წარმატებით გავლის შემთხვევაშიც, შესაბამისი სერტიფიკატი გენერირდება და გამოჩნდება შენს პირად პროფილში, მარცხენა მხარეს არსებულ ველში.
სერტიფიკატის გაცემამდე დარწმუნდი, რომ შენი სახელი და გვარის მონაცემები სწორია. თუ არსებულ მონაცემებში გსურთ ცვლილების შეტანა, მიჰყევი ქვემოთ მოცემულ ინსტრუქციას:
დიახ რასაკვირველია!
სერტიფიკატის ვალიდურობის შესამოწმებლად გადადი ბმულზე. შესაბამის ველში მიუთითე შენს მიერ მიღებული სერტიფიკატის ნომერი (მაგ. kentsero-1044-3-12da) და დააჭირე შემოწმების ღილაკს.
პაროლის აღსადგენად:
* თუ ანგარიში შექმნილია სოციალური ქსელების (facebook ან google) მეშვეობით, მაშინ შენ ვერ შეძლებ პაროლის აღნიშნული წესით აღდგენას. პაროლის აღდგენა შესაძლებელია facebook ან google ანგარიშიდან.
** თუ შეტყობინება არ ფიქსირდება შემოსულ წერილებში, შეამოწმე ელ-ფოსტის უსარგებლო Spam (Bulk/Junk) საქაღალდე.
კენწეროს გუნდი მზად არის დაგეხმაროს პლატფორმის მოხმარებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ტექნიკურ საკითხზე.
საჭიროების შემთხვევაში მოგვწერე ან დაგვიკავშირდი facebook გვერდის დახმარებით.