კენწერო არის ელექტრონული სწავლების ქართულენოვანი პლატფორმა, რომლის გამოყენება შეუძლია ნებისმიერ 16 წელს მიღწეულ პირს, რომელიც დარეგისტრირდება საიტზე;
მომხმარებლის მიერ საიტზე რეგისტრაცია და წესებზე დათანხმების ღილაკის მონიშვნა, გულისხმობს რომ მომხმარებელი გაეცნო წინამდებარე წესებს და იზიარებს მათ;
თითოეული სწავლების მოდულში არსებულ სასწავლო თუ სხვა ტიპის ინფორმაციაზე, ასევე, მოდულში გამოთქმულ ნებისმიერ მოსაზრებაზე, პასუხისმგებელია სასწავლო მოდულის ავტორი;
საიტის და მისი სასწავლო მოდულების მოხმარება არის უფასო. დაუშვებელია, ნებისმიერი მესამე პირის მიერ სასწავლო მოდულების გავრცელება რაიმე სარგებლის მიღების მიზნით ან მის გარეშე;
საიტზე არსებული ნებისმიერი ინფორმაციის (მათ შორის სასწავლო მოდულების) ნაწილობრივი ან სრული კოპირება და გავრცელება ჩაითვლება საავტორო უფლებების დარღვევად. ამ შემტხვევაში, საიტის ადმინისტრაცია უფლებამოსილია, მიმართოს საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ზომებს;
სასწავლო მოდულის დასრულების შემდეგ, რეგისტრირებულ მომხმარებელს ეძლევა საშუალება გაიაროს შესაბამისი ტესტი. ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში, მომხმარებელს გადაეცემა სერტიფიკატი, რომელიც დაადასტურებს მოდულის გავლას საიტის ადმინისტრაციის მიერ დადგენილი წესებითა და პირობებით;
საიტის ადმინისტრაცია თითოეული მოდულისთვის თავად განსაზღვრავს სერტიფიკატის მისაღებად აუცილებელ მინიმალურ ზღვარს;
მომხმარებელს უფლება აქვს ნებისმიერ დროს შეწყვიტოს სასწავლო მოდულის გავლა.