საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ტელესკოლა და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა "კენწერო" წარმოგიდგენთ კურსს "სამასწავლებლო", რომელიც მასწავლებლებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს დაეხმარება მეტი ინფორმაცია მიიღონ თანამედროვე განათლების გამოწვევებსა და ზოგადი განათლების ძირითად რეფორმებზე.
კურსის შემადგენლობა:
- თანამედროვე ზოგადი განათლების მიზნები და გამოწვევები
- კონსტრუქტივისტული პარადიგმა: როგორ გარდაიქმნება მიღებული ინფორმაცია ცოდნად
- მასწავლებლის თვისებები, რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდას
- მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემო და თვითრეგულირებადი მოსწავლე
- სასწავლო პროცესი და სასწავლო აქტივობების მიმართ მოსწავლეთა ინტერესის განვითარება
- როგორ მუშაობს ინფორმაციის გადამუშავების სისტემა
- პოზიტიური საკლასო კლიმატი
- ელექტრონული საგანმანათლებლო რესურსები
- დისტანციური სწავლების საუკეთესო პრაქტიკები
- როგორ გვეხმარება მეხსიერება სწავლის პროცესში
- თვითეფექტიანობის როლი
- მოსწავლის მიერ შესრულებული დავალება
- შეფასების როლი და მნიშვნელობა სწავლის პროცესში
- მოსწავლის სოციალური და ემოციური განვითარება