ზაფხულის ყველაზე ცხელი წერტილი

კენწერო

02 სექტემბერი, 2021

ზაფხულის ყველაზე ცხელი წერტილი

წლევანდელი ზაფხული საკმაოდ ცხელი გამოდგა და ამაში მხოლოდ ბუნებრივ კლიმატსა, თუ მისი ცვლილების შედეგად გამოწვეულ ტემპერატურის მატებას არ ვგულისხმობ. სადაც არ უნდა გაგეტარებინათ ბოლო რამდენიმე კვირა, თქვენი საყვარელი გამოცემის, ტელეარხის ანდა სოც. ქსელის საშუალებით, აუცილებლად წააწყდებოდით ამერიკის ჯარებაის მიერ ავღანეთის დატოვების შესახებ გავრცელებულ კადრებს. ეს მოვლენა ჩვენთვის ბევრი კუთხითაა როგორც საინტერესო, ისე მნიშვნელოვანი და ყველა ეს ასპექტი, რა თქმა უნდა, საერთაშორისო ურთიერთობებს ეხება.

30 აგვისტოს, ბოლო ამერიკელმა ჯარისკაცმა დატოვა ქაბული და დასრულდა ყველაზე ხანგრძლივი ომი ამერიკის ისტორიაში. ამასობაში არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 11 სექტემბერი მოდის და სწორედ 2001 წელს ამ დღეს განხორციელებულმა ტერაქტმა განსაზღვრა ამერიკის ჯარების ავღანეთში შესვლა. საერთაშორისო ურთიერთობების დაუწერელი პრინციპის თანახმად, კონკრეტულ წერტილში ძალაუფლებასა თუ გავლენაზე უარის თქმას, ამ ვაკუუმის სხვა, უფრო რადიკალური ძალით ჩანაცვლება მოყვება ხოლმე და აქაც ასე მოხდა, ამერიკის მიერ ავღანეთის დატოვების პარალელურად, თალიბანმა ქვეყანაზე გავლენა მოიპოვა, რამაც ავღანეთში არსებული სიტუაცია თითქოს საწყის მდგომარეობაში დააბრუნა. 

ამ მოვლენას დიდი გავლენა ექნება როგორც რეგიონზე, ისე ამერიკის სტატუსზე, კიდევ ერთი წაგებული ომის გამო და კიდევ ბევრ რამეზე მომავალში. თუმცა, ჩვენთვის აქ საგულისხმო სულ სხვა რამაა. ამერიკამ ავღანეთში 20 წელი გაატარა და შეეცადა ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, რაშიც ძალიან დიდი ფულადი და ადამიანური რესურსი ჩადო. შეეცადა ინსტიტუტების შექმნასა და გაძლიერებას, მაგრამ ავღანელი პოლიტიკური ლიდერები და ჯარი, თალიბანისთვის წინააღმდეგობის გასაწევად მზად მაინც არ აღმოჩნდა. ამერიკის პრეზიდენტი ამ მოვლენებს ასე გამოეხმაურა - “ჩვენ მათ მივეცით ყველა საჭირო ბერკეტი, ვიხდიდით მათ ხელფასებს, უზრუნველვყოფდით მათი საჰაერო ძალების საჭიროებებს, რომელიც თალიბანს საერთოდ არ აქვს. ჩვენ მათ მივეცით ყველა შესაძლებლობა საკუთარი მომავლის განსასაზღვრად. რითიც მათი უზრუნველყოფა არ შეგვეძლო, ეს ამ მომავლისთვის ბრძოლის სურვილია.” 

ეს უკანასკნელი ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მესიჯია - ამერიკის დახმარება ულიმიტო არ არის და თუ ჩვენ მართლა გვინდა ნატოსა და ევროკავშირის სტრუქტურებში გაწევრიანება, ჩვენი სურვილის დამტკიცება ყოველ ეტაპზე მოგვიწევს. უფრო დეტალურად საქართველოს ევროკავშირთან და ნატოსთან ურთიერთობების შესახებ ინფორმაცია კენწეროს საერთაშორისო ურთიერთობების სკოლაში გელით. მანდვე შეძლებთ მეტის გაგებას ზოგადად საერთაშორისო ურთიერთობებისა და საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ. ბონუსად კიბერ-უსაფრთხოების მოდულიც გვაქვს. ჰოდა, რას ელოდებით? 

 

დასრულდა ყველაზე ცხელი ზაფხული, ახლა სწავლის დროა!