ვაქცინა ლათინური სიტყვაა და არა, დაჩიპვას არ ნიშნავს

კენწერო

06 აგვისტო, 2021

ვაქცინა ლათინური სიტყვაა და არა, დაჩიპვას არ ნიშნავს

თუმცა, არც მისი რეალური მნიშვნელობაა ყველასთვის ნაცნობი. იცოდით, რომ  Vacca  ნიშნავს ძროხას, Vaccinus კი - ძროხისა. დაა,   სწორედ აქ იმალება ძროხის არა და ძაღლის თავი.  ტერმინის წარმოშობა პირდაპირ კავშირია მსოფლიოში პირველი ვაქცინის წარმოშობასთან.

 

ინგლისელი მეცნიერი ედუარდ ენტონ ჯენერი, რომელიც გარემოს სწავლობდა, პირველი ვაქცინის შემქნელად  და “იმუნოლოგიის მამადაც” მოიხსენიება. ჯენერს მრავალმხრივი ინტერესები ჰქონდა, ის სწავლობდა გეოლოგიას, ატარებდა ექსპერიმენტებს ადამიანის სისხლზე, ქმნიდა წყალბადის ბუშტებს, ატარებდა ექსპერიმენტებს ფრინველებზე.   ჯენერი იყო ის, ვინც ყვავილის ვაქცინა შექმნა და მსოფლიოში ამ ვირუსით სიკვდილიანობას ბოლო მოუღო.

 

თუმცა, სად არის ძროხა?

 

1796 წლის მაისში ჯენერი ყურადღება მიიპრყო ყვავილმა, რომელმაც მე-20 საუკუნის განმავლობაში დაახლოებით 300-500 მილიონი ადამიანი მოკლა.

 

მას  წლების განმავლობაში ესმოდა ისტორიები, რომ მერძევეები, რომლებსაც ბავშვობაში გადატანილი ჰქონდათ ძროხის ყვავილი, შემდგომში ამ დაავადებით არ ავადდებოდნენ.

 

აღმოჩნდა , რომ ძროხებს ყვავილის შედარებით მსუბუქი ფორმა ახასიათებდათ.  ჯენერმა დაასკვნა, რომ ფერმერებს, რომლებმაც ყვავილის მსუბუქი ფორმა გადაიტანეს, გამოუმუშავდათ იმუნიტეტი და ამიტომაც ყვავილი მათთვის საშიში უკვე აღარ იყო.

 

ჯენერმა იპოვა ახალგაზრდა მერძევე ქალი სარა სელმი, რომელიც ძროხის ყვავილით იყო დაავადებული. ჯენერმა დაავადებული ქალის ერთ-ერთი პუსტულიდან აღებული სითხით,   თავისი მებაღის 8 წლის ბიჭი აცრა. ბიჭს მსუბუქი სიცხე განუვითარდა, მაგრამ არა ინფექციის სრული ფორმა. ორი თვის შემდეგ  ჯენერმა მას  ნამდვილი ყვავილის ვირუსი შუყვანა, თუმცა ბიჭს დაავადება არ განუვითარდა. ამის საფუძველზე ჯენერმა დაასკვნა, რომ ექსპერიმენტი წარმატებული იყო და ამ პროცედურას ვაქცინაცია უწოდა.

 

აღსანიშნავია, რომ ჯენერს ამ აღმოჩენის კომერციალიზაცია არ უცდია.  მან ღარბებისთვის პატარა ქოხი ააშენა, სადაც მათ უფასო ვაქცინაციას უტარებდა.

 

ედუარდ ჯენერის აღმოჩენა სწრაფად გავრცელდა ევროპაში.  1979 წელს  კი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ყვავილი სრულად აღმოფხვრილ დაავადებად გამოაცხადა. 

ჯენერის შრომა ამ შედეგით არ დასრულებულა. ყვავილის ვაქცინამ საფუძველი ჩაუყარა სხვა აღმოჩენებს იმუნოლოგიაში და შესაძლებელი გახადა ისეთ დაავადებებთან ბრძოლა, როგორებიცაა წითელა, გრიპი, ტუბერკულოზი, დიფტერია, ტეტანუსი, ყივანახველა, ჰეპატიტი A და B, და ასე შემდეგ.

 

ედუარდ ჯენერი 1823 წლის 26 იანვარს, 73 წლის ასაკში გარდაიცვალა.