21-ე საუკუნე, ტექნოლოგიების განვითარების საუკუნეაო გაგონილი გექნებათ. მეც ასე ვფიქრობ. ტექნოლოგიურმა განვითარებამ ადამიანის ცხოვრება ბევრად გაამარტივა და გააუმჯობესა კიდეც.
მაქვს ტელეფონი, რომლითაც მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში არსებული სიახლის გაგება შემიძლია და ოკეანის იქით მცხოვრებ ადამიანსაც თავისუფლად ვესაუბრები.
ყველაფერი მარტივად ჩანს ერთი შეხედვით არა? თუმცა ამ სიმარტივეს გარკვეული სირთულეებიც ახლავს თან.
Fake News და დეზიმფორმაცია 21-ე საუკუნეში საკმაოდ პოპულარული სიტყვებია. ისინი ყალბ ინფორმაციას აღნიშნავენ და მათ უსწრაფეს გავრცელებას ხელი სწორედ ტექნოლოგიების განვითარებამ შეუწყო.
ფეიკების და დეზინფორმაციის გავრცელება ტროლების, ბოტებისა და კიბორგების დიიდი დამსახურებით ხდება. ვინ არიან ისენი? მე თავიდან ტროლის და კიბორგის გაგონებაზე პირველი, ანტიკური ხანის ქმნილებები დამიდგნენ თვაალწინ.
ბოტი
ბოტი სოციალური ექაუნთია, რომლის უკან კომპიუტერული პროგრამაა. ბოტის მიზანი საზოგადოებაში სხვადასხვა, განსხვავებული, მცდარი აზრის ან სიახლის გავცელებაა.
2016 წელს სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა გამოიკვლია სექტემბერსა და ოქტომბერში გაგზავნილი
სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა გამოიკვლია 2016 წლის სექტემბერსა და ოქტომბერში არჩევნებთან დაკავშირებული ტვიტები და დაადგინა, რომ 5-დან 1 ბოტის მიერ იყო დაწერილი.
კიბორგი
კიბორგი არის ბოტის ანგარიში, რომელშიც ადამიანი შედის, რათა სოციალურ ანგარიშს ადამიანისთვის დამახასიათებელი ნიშნებიც შესძინოს. ფაქტობრივად ბოტისა და ადამიანის ჰიბრიდია.
ტროლი
ტროლი სოც მედიის ყალბი ანგარიშია, რომელიც იპარავს სხვის ან მალავს საუკთარ ვინაობას. ბოტისგან განსხვავებით, ტროლი ჩვეულებრივი ადამიანია და თვითონვე მართავს საკუთარ სოციალურ ანგარიშს. ტროლის მიზანიც იგივეა - გაავრცელოს ყალბი ამბები და საზოგადოებას საკუთარი აზრი მოახვიოს ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით.
იმისათვის რომ თავიდან ავიცილოთ მცდარი ამბები სიახლე, რომელსაც სოციალურ ქსელში ვხვდებით მომენტალურად არ უნდა დავიჯეროთ, არ გამოხატოთ რეაქცია და არ გადავაზიაროთ იქამდე, სანამ არ გადავამოწმებთ მას სხვადასხვა ჩვენთვის სანდო ვებგვერდებსა თუ მედია წყაროებში.
თუკი პოსტის ქვეშ გადავაწყდებით აგრესულ ან გაზვიადებულ კომენტარს შეგვიძლია რამდენიმე ხერხით გადავამოწმოთ, არის თუ არა კომენტარის ავტორი ტროლი, ან ბოტი.
1. გადავდივართ მის პროფილზე.
2. ვამოწმებთ აქვს თუ არა განთავსებული პერსონალური ინფორმაცია.
3. უდევს თუ არა საკუთარი სურათები.
4. ვაკვირდებით რას აზიარებს, საიდან და რა სიხშირით, რადგან მაგალითად ბოტებს 24 საათის განმავლობაში დაუღალავათ შეუძლიათ პოსტვა.
5. ვამოწმებთ შეესაბამება თუ არა პროფილის URL ექაუნთის სახელს.
ამ ინდიკატორების არსებობის შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ექაუნთი ტროლს, ბოტს ან სულაც კიბორგს ეკუთვნის. ამიტომ აუცილებელია ინფორმაციის მიღების პროცესში მსგავს დეტალებს ყოველთვის დავაკვირდეთ.