როგორ ვიყოთ პროდუქტიულები ზაფხულში

კენწერო

21 ივლისი, 2021

როგორ ვიყოთ პროდუქტიულები ზაფხულში

 

 

ზაფხულის ვრცელი არდადეგები თითქმის ნახევრად გაილია, თუმცა ალბათ ამ ხნის განმავლობაში ჯერ კიდევ პროდუქტიული არაფერი გაგიკეთებია. ეს ალბათ იმიტომ, რომ ტემპერატურის მატებასთან ერთად წიგნების ფურცვლა უფრო და უფრო რთულდება, თუმცა თუ ამ ყველაფერს სახალისო ფორმას მივცემთ, იქნებ დარჩენილმა ცხელმა დღეებმა ბევრი საინტერესო რამ გვასწავლოს.

 

გადათვალე რამდენი დღე დაგრჩა სწავლის დაწყებამდე

გახსენი კალენდარი და გადათვალე არდადეგების რამდენი დღე გაქვს წინ. ეს დაგეხმარება იმის გააზრებაში, თუ რამდენად ბევრი საინტერესო ფაქტის გაგება და სწავლა შეგიძლია.


გადაავლე თვალი განვლილ მასალას

როგორც აქამდე მრავალჯერ თქმულა, გამეორება მართლაც რომ ცოდნის დედაა. შეიძლება ფიქრობ, რომ მთელი წლის განმავლობაში დაზეპირებული მასალა თავიდან არასდროს ამოგიფრინდება, თუმცა ცდები. იმისთვის, რომ ინფორმაცია გონებაში კარგად ჩაიბეჭდო, ზაფხულის ცხელი არდადეგები შეგიძლია მასზე თვალის გადავლებაში გამოიყენო.


ისწავლე ის, რაც გაინტერესებს

დარწმუნებული ვარ, ასეთი საკითხი უამრავი იქნება. გამოიყენე ინტერნეტ სივრცეში განთავსებული ზღვა მასალა იმ თემების უკეთ შესასწავლად, რომლებიც გაინტერესებს. უფრო სახალისო იქნება, თუ მათზე მხატვრულ ან დოკუმენტურ ფილმებს წააწყდები.


გაიარე ონლაინ კურსები

იმაზე ყველა ერთხმად ვთანხმდებით, რომ ზაფხულის მწველ მზეში ჯდომა და ასობით გვერდის წაკითხვა არცისე მარტივია, ამიტომ შეგიძლია სწავლის პროცესი მოკლე და ინფორმაციული კურსებით გაიტკბილო. ამისთვის ესტუმრე Kentsero.ge-ს და აარჩიე შენთვის საინტერესო ისეთი თემები, როგორებიცაა: ადამიანის უფლებები, კიბერუსაფრთხოება, ლიდერობა, საერთაშორისო ურთიერთობები და ა.შ. 


მოაგროვე სერტიფიკატები

არაფერი დაშავდება, თუ ზაფხულის გრძელ არდადეგებზე მოგროვებულ შენს ცოდნას ფერად-ფერადი სერტიფიკატებით დაამტკიცებ. Kentsero.ge-ზე სერტიფიკატის აღება ყოველი კურსის შემდეგ შეგიძლია.


მიიღე მონაწილეობა კონკურსებში

კონკური პროდუქტიულობის გასაზრდელად არაჩვეულებრივი საშუალებებაა, რადგან წამახალისებელი პრიზები მეტ მოტივაციას იწვევს. თუ ბლოგების წერა გეხერხება შეგიძლია კენწეროს კონკურსში მიიღო მონაწილეობა, რომელში გამარჯვების შემთხვევაშიც პლანშეტური კომპიუტერის მფლობელი გახდები. 


გაუზიარე შენი ცოდნა სხვებს

იმისთვის, რომ საკუთარი ცოდნა და გამოცდილება სხვებსაც გაუზიარო და დაეხმარო ზაფხულის პროდუქტიულად გატარებაში, შეგიძლია Facebook ჯგუფში წამოგვყვე, რომელშიც ერთმანეთს სხვადსხვა საგანმანათლებლო პლატფორმებსა და ბევრ საინტერესო ამბავს ვუზიარებთ.