მულტითასქინგი - ნიჭი თუ დაბრკოლება?

კენწერო

19 ოქტომბერი, 2021

მულტითასქინგი - ნიჭი თუ დაბრკოლება?

თუ ოდესმე შეგიმჩნევიათ თქვენი თავისთვის, რომ რამდენიმე საქმის, კითხვის, ფილმის ყურების, წერის, დაკვრის და კიდევ ბევრის, ერთად შესრულება შეგეძლოთ, გაგიმხელთ ამ ფენომენის ,კერძოდ კი მულტითასქინგის, არსებობის შესახებ.

მულტითასქინგი სწორედ რამდენიმე საქმის ერთდროულად შესრულებაა და რომელიც საკმაოდ დიდხანს ითვლებოდა საქმეში გამოსადეგ მიდგომად, თუმცა დღესდღეობით მრავალი კვლევის შემდეგ მისი ეფექტურობის მაჩვენებელი საკმაოდ დაქვეითდა.

კვლევების შედეგებზე საუბარს დიდად არ დავიწყებ. მინდა, რომ თქვენთად ერთად გავიარო, რა ფაქტორებს ეხება ბევრისთვის მომხიბვლელი ნიჭი და რა ზიანი შეიძლება მოუტანოს საქმის ეფექტურად შესრულებას.


მეხსიერება.

მედიცინის წარმომადგენლები თანხმდებიან, რომ მცირედი გამონაკლისის გარდა ჩვენს გონებას ორი საქმის ერთდროულად, სრულფასოვნად შესრულება არ შეუძლია. როცა ჩვენს გონებას რამდენიმე მოქმედების განხორციელებას ვავალებთ მეხსიერებას, ისევე როგორც მის სხვა კოგნიტურ შესაძლებლობებს, სტრესში ვაყენებთ და შესაბამისად ქმედებიდან ათვისებული ინფორმაცია მეტად მცირე და მოკლევადიანია, ვიდრე ეს ერთ საქმეზე კონცენტრაციისას იქნებოდა.


დროის მართვა

მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე საქმის ერთდროულად შესრულება საკმაოდ მომხიბვლელია, მისი დროში მომგებიანობა მხოლოდ ილუზიაა. როცა ერთ საქმეზე ვართ კონცენტრირებული, ყველა საქმის ცალ-ცალკე დროის დათმობით დროში მეტად მოვიგებთ, ვიდრე ყველას ერთდროულად შესრულებისას. შეგიძლიათ, თავადაც გამოთვალოთ და დარწმუნდებით.


კონცენტრაცია

როგორც გითხარით, ჩვენს გონებას ორი საქმეზე ერთდროულად ფიქრი არ შეუძლია. საქმის ეფექტურობა საგრძნობლად იკლებს, როცა დროის მცირე შუალედში სხვადასხვა საგანზე გადაგვაქვს ყურადღება. ფიქრის ობიექტების სწრაფად ცვლისას  შეიძლება, რამე გამოგვრჩეს, შეგვეშალოს, ან საერთოდ დაგვავიწყდეს კიდევაც.


საერთოდაც ნერვული სისტემის, ისევე როგორც ჩვენი ორგანიზმის ყველა ნაწილის, სტრესის მდგომარეობაში ჩაყენება გრძელვადიან პერსპექტივაში აუცილებლად გულისხმობს მისგან საპასუხო რეაქციის დაბრუნებას, რაც ხშირად ცუდად აისახება ხოლმე.
ამიტომ, როცა კითხვისას ან მუშაობის სხვა საქმისკენაც წაგიცდება ხელი, ეცადე, რომ ყველა საქმეს გარკვეული დრო გამოუყო, რომლის დროსაც მხოლოდ ერთ კონკრეტულზე იქნები კონცენტრირებული, ამის შედეგად კი ეფექტურობასაც გაზრდი და მთელს სამუშაოს სტრესის გარეშე დაასრულებ.