გეგონა სამოქალაქო ჩართულობა მხოლოდ არჩევნებში ხმის მიცემით შემოიფარგლებოდა? თუ გინდა იცოდე აქტიურ მოქალაქეს როგორ შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის მართვაში და თავისი ქმედებით სახელმწიფოსთვის პოზიტიური ცვლილებების მომტანი გახდეს, ეს კურსი აუცილებლად უნდა გაიარო.
კურსის შემადგენლობა:
- მოქალაქეთა ჩართულობის არსი და მნიშვნელობა
- მოქალაქეთა ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში
- მოქალაქეთა ჩართულობა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში
- მოქალაქეთა ჩართულობა სახელმწიფო პოლიტიკაში
- არსებული საკანონმდებლო რეალობა - მოქალაქეთა ჩართულობის ძირითადი და დამატებითი მექანიზმები
- ადვოკატირება, როგორც აქტიური მოქალაქის იარაღი
- როგორ დავგეგმოთ ადვოკატირების პროცესი წარმატებული ადვოკატირების კარგი მაგალითები
- ადვოკატირების პროცესის იმპლემენტაცია - პროექტი მომზადება
- მედიაწიგნიერება და სამოქალაქო ჩართულობა
- სახელმწიფო მოხელე და მათი საზოგადოებრივი კონტროლი