კურსი, სადაც ღიაობა მართლა ღიაობაა და ჩართულობა კიდევ უბრალოდ ლაიქი არ არის. აქ ცუდ მმართველობას ვერ შეხვდები, მაგრამ კარგის შექმნას მარტივად, გასაგებად და საინტერესო ფორმატში ისწავლი. მოკლედ, რასაც სახელწოდებაში კითხულობ — აქ ნამდვილად დაგხვდება.
კურსის შემადგენლობა:
- მოქალაქეთა ჩართულობის პრინციპები და მნიშვნელობა ღია მმართველობაში
- მოქალაქეთა მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში: ფორმები და პრაქტიკა
- მოქალაქეთა ჩართულობა ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში
- ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP): მიზნები, პრინციპები და ეროვნული ვალდებულებები
- საერთაშორისო თანამშრომლობა და პარტნიორობა კარგი მმართველობის განვითარებისთვის
- ადვოკატირება და თემის ინიციატივა: მოქალაქის გავლენა ადგილობრივ გადაწყვეტილებებზე
- მედიაწიგნიერება და ინფორმირებული მოქალაქეობა ღია მმართველობაში
- საჯარო მოხელეთა ანგარიშვალდებულება და საზოგადოების ზედამხედველობის მექანიზმები
- სახელმწიფო შესყიდვების გამჭვირვალობა და მოქალაქეთა ჩართულობა მუნიციპალურ დონეზე
- მდგრადი განვითარების მიზნები (SDGs) და მოქალაქეთა ჩართულობა