დემოკრატია ბერძნული სიტყვაა და ხალხის მმართველობას ნიშნავს, კენწერო ქართული სიტყვაა და მართალია ხის ან მთის წვერის აღსანიშნავად გამოიყენებენ, თუმცა აქ ცოდნის მიღება იმდენად ტკბილია შეიძლება დიეტა დაგერღვეს.
კურსის შემადგენლობა:
- დემოკრატიის ცნება და მისი განვითარების/ჩამოყალიბების ისტორია
- დემოკრატიის ფორმები
- კონსოლიდირებული/განვითარებული დემოკრატიის მოდელი და მისი მახასიათებლები
- როგორ გავზომოთ დემოკრატია - საზომები, ინდექსები
- პოლიტიკური რეჟიმი და მისი ტიპები
- პოლიტიკური ცვლილებები ტრანზიცია და ტრანსფორმაცია
- მოქალაქეებისა და ინსტიტუტების ჩართულობა დემოკრატიზაციის პროცესში
- სამოქალაქო სექტორი და მისი მნიშვნელობა
- საერთაშორისო (დემოკრატიული) საზოგადოება და დემოკრატიზაცია
- ავტოკრატიული რეგიონალური ჰეგემონი როგორც მის სამეზობლოში დემოკრატიზაციის პროცესის საფრთხე
- დემოკრატიის ისტორია საქართველოში - დემოკრატია ქართულად